აქცია რესპუბლიკის მოედანზე - პოლიტიკური შეფასებები

01 მაისი 2023, 12:01 807 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს შესაბამისი პოლიტიკური შეფასება  მიეცეს  და ლგბტ პროპაგანდა აიკრძალოს - ეს გზავნილები გააჟღერეს გუშინ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებმა, რომლებმაც ასევე უნდობლობა გამოუცხადეს სალომე ზურაბიშვილს. 

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ  აქციის ორგანიზატორები პირდაპირ კავშირში არიან ''ქართულ ოცნებასთან ''და გზავნილებიც, ფარულად სწორედ მმართველი გუნდის პოზიციას  გამოხატავს.  

აქციის ლეგიტიმაციის საკითხზე არ საუბრობენ მმართველ გუნდში,  თუმცა ხაზი გაუსვეს მშვიდობის მნიშვნელობას. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი