თხილვანის სამთავრობო კომისიაში გაწევრიანებას ითხოვს ხულოს საკრებულოს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი. ირაკლი ჯორბენაძემ დღეს ხულოს გამგებელს მოუწოდა, რომ საკომპენსაციო თანხა გაიზარდოს და სხვა სახის შეთავაზებებიც დაემატოს. დღეს საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ირაკლი ჯორბენაძემ ხულოს გამგებელს პირადად დაუტოვა, ბესიკ ბაუჩაძე ოპონენტთა შენიშვნებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ კიომისიაში გაწევრიანება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.