სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

30 აპრილი 2023, 10:51 850 ნახვა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან წარმოდგენილმა ფრენბურთელთა გუნდებმა ფინალური შეხვედრები გამართეს.

პირველობა ფრენბურთში თელავის მე-9 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა.

სასკოლო ოლიმპიადის თამაშები დედაქალაქში ხვალ გოგონათა შორის გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში