„დიდი მასწავლებელი“ - ზვიად სირაბიძის დოკუმენტური ფილმის პრემიერა კინოთეატრ ''აპოლოში''.
ფილმი გასულ საუკუნეში მოღვაწე მახინჯაურის საშუალო სკოლის დირექტორისა და პედაგოგის, ლევან ქაჯაიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.
ლევან ქაჯაიამ საბჭოთა ეპოქაში სასკოლო ცხოვრებაში სიახლეები დანერგა, ჩამოაყალიბა სახელოვნებო და სამეცნიერო წრეები, მისი თაოსნობით აშენდა სკოლა.
ფილმის პრემიერა „ბათუმობის“ ფარგლებში შედგა. პროექტი თავისუფალი იდეების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულია.