„სოფელსა შინა“ - სპექტაკლი ბათუმის დრამატული თეატრის დასმა თბილისში რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშა. წარმოდგენამ მაყურებლის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.
სპექტაკლი მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების - „შერცხვენილნის“ მიხედვით ნუკრი ქანთარიამ დადგა.
რეჟისორი ამბობს, რომ სამომავლოდ დასი გასტროლითაც ეწვევა დედაქალაქს.