საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით იმართება. შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში ტარდება.
ამომრჩევლები ირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. სულ გაიხსნა 165 საარჩევნო უბანი.
ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ტარდება და მასში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მონაწილეობს, რაც შეეხება დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანს, მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც.
აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება.
ცესკო მოუწოდებს ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი.