ლარი ისევ გამყარდა

18 მაისი 2016, 00:00 6713 ნახვა

ლარი გამყარებას განაგრძობს. ეროვნული ვალუტის დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსი 2 ლარი და 18 თეთრია. გუშინ ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 20 თეთრს აღემატებოდა. სავალუტო ჯიხურებში უცხოური ვალუტის ღირებულება 2 ლარი და 16 თეთრია. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია შენარჩუნდება და ზაფხულის განმავლობაში კურსმა შესაძლოა 2 ლარს მიაღწიოს.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში