შუახევში ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასფალტ-ბეტონის საფარი 5 კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე დაიგება.
პროექტის ფარგლებში ხელოვნური და დამცავი ნაგებობები კეთდება.
რეაბილიტირებული გზა გომის მთასა და ბახმაროს ტურისტულ საავტომობილო გზას უკავშირდება.