მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

27 აპრილი 2023, 20:02 524 ნახვა

მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. საქართველოს ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც როსტო ფარცვანიაა, K ჯგუფში იასპარეზებს.

ჩვენი გუნდი შოტლანდიისა და მაროკოს ძლიერ ნაკრებებთან ერთად მოხვდა, მეოთხე მეტოქე კი ინდოეთია.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგით მოიპოვა. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ ტურნირზე გუნდმა ნახევარფინალამდე გააღწია და ოთხეულში დაიკავა ადგილი.

მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 2-11 ივნისს გაიმართება. ტურნირს გერმანიის ქალაქი ესენი უმასპინძლებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში