გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ

27 აპრილი 2023, 20:09 644 ნახვა

ტურნირის ისტორიაში პირველად საფრანგეთის ლიგა 2-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად 2 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

საუკეთესო თერთმეტეულში მეცისა და ბორდოს შემტევები გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი შეიყვანეს.

ლიგა 2-ს 32-ე ტურში მეცმა სტუმრად სენტ ეტიენს 3:1 სძლია, მიქაუტაძემ კი ზედიზედ მე-2 მატჩში დუბლი შეასრულა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 19 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს. გოლი გაიტანა ზურიკო დავითაშვილმაც. მისმა ბორდომ გრენობლს 3:0 მოუგო, ქართველმა გარემარბმა კი მასპინძელთა მე-2 გოლი გაიტანა.

ლიგა 2-ში დავითაშვილის მონაგარი 3 გოლი და 1 საგოლე პასია.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი