აჭარის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ 2023 წლის 1-ელ კვარტალში აჭარაში საერთაშორისო მოგზაურობის მზარდი დინამიკა დაფიქსირდა.
2019 წელთან შედარებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიზიტორთა წილი 53%-ით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 17%-ით გაიზარდა.
დღესვე დაანოსდა, რომ ბათუმის საზღვაო ტურისტული სეზონი 3-4 ივნისს გაიხსნება.
ცვლილებებია სპორტის მიმართულებით: სპორტსმენების მხარდაჭერის, მოტივაციის გაზრდისა და წახალისების მიზნით ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენებისა და მწვრთნელების ჯილდო იზრდება.