ხელისუფლება ძალიან მყარად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას, გვექნება წარმატებული ტურისტული სეზონი, შევინარჩუნებთ დადებით ეკონომიკურ ტენდენციებს - თორნიკე რიჟვაძე

27 აპრილი 2023, 16:35 876 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური და ტურისტული ტენდენციები მიმოიხილა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მაქსიმუმი გაკეთდება, რათა რადიკალური ჯგუფების მიერ, არ მოხდეს ტურისტული სეზონის დისკრედიტაცია.

"ყველას გახსოვთ, შარშან მიმდინარეობდა საზღვაო ტურისტული სეზონის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. პირველ რიგში ,,ნაციონალური მოძრაობის'' და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფების მიერ. მათ შორის, ზოგიერთი მედია საშუალებები, რომლებიც ფინანსდებიან ევროპელი პენსიონერების და ქართული ჯარის ნაძარცვი ფულით, ცდილობდნენ მაქსიმალურად მოეხდინათ სეზონის დისკრედიტაცია. თუმცა, ხელისუფლება ძალიან მყარად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას და შესაბამისად ჩვენ გვექნება წარმატებული ტურისტული სეზონი. ასევე, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ დადებით ეკონომიკურ ტენდენციას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს კონკრეტული ჯგუფები ახდენენ იმ ევროპული არჩევანის დისკრედიტაციასაც, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული ნება და ეს მძარცველები ჩვენ გვიწუნებენ საგარეო კურს. თუმცა ვფიქრობ, მოსახლეობისთვის ცხადია რასთან გვაქვს საქმე და ჩვენ აუცილებლად, რეკომენდაციების შესრულების შემდეგ შევძლებთ, რომ გვქონდეს დადებითი შედეგები ყველა მიმართულებით“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული სამშვიდობო პოლიტიკით, ევროპული კურსით, ეს ტენდენციები იქნება შენარჩუნებული და აღნიშნული ღონისძიებებით მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს და კეთილდღეობას მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი