,,ნაციონალური მოძრაობა და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფები გასულ წელს ტურისტული სეზონის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახორციელებდნენ“ - ამ განცხადებით დაიწყო აჭარის მთავრობის დღევანდელი სხდომა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარისვე თქმით, ხელისუფლება აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას და შენარჩუნდება დადებითი ტენდენციები სხვადასხვა მიმართულებით.
აჭარის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ 2023 წლის 1-ელ კვარტალში აჭარაში საერთაშორისო მოზგაურობის მზარდი დინამიკა დაფიქსირდა. 2019 წელთან შედარებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიზიტორთა წილი 53%-ით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 17%-ით გაიზარდა.
დღესვე დაანოსდა, რომ ბათუმის საზღვაო ტურისტული სეზონი 3-4 ივნისს გაიხსნება. 30 სექტემბერს კი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულების წილს, მთავრობის ინფორმაციით, 120 მილიონ ლარამდე 20%-ით არის გაზრდილი. ცვლილებებია სპორტის მიმართულებით.
სპორტსმენების მხარდაჭერის, მოტივაციის გაზრდისა და წახალისების მიზნით ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენებისა და მწვრთნელების ჯილდო იზრდება, შესაბამისად გაიზრდება საპრიზო ფონდი და ჯამში მილიონ ლარს გადააჭარბებს.