სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმში ხახულის ქუჩაზე. მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა სანიაღვრე და გარეგანათების სისტემების რეაბილიტაცია, იგეგმება ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა.
სამუშაოების ღირებულება მილიონ ლარს აღემატება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ხახულის ქუჩისა და ოშკის პირველი შესახვევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას, რომლის ღირებულება მერიის ინფორმაციით, 2 მილიონ ლარზე მეტია.
სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს.