„შავი ლომი“ სამხრეთამერიკული ტურნეს განაგრძობს

25 აპრილი 2023, 20:02 667 ნახვა

„შავი ლომი“ განაგრძობს სამხრეთამერიკულ ტურნეს, სადაც სამი საკონტროლი შეხვედრა ჩაატარა, ორი მოიგო და ერთი წააგო. ამ მატჩებში რამდენიმე მორაგბემ ტრავმა მიიღო – გუნდს ნიკო აფციაური, სანდრო თოდუა და გრიგორ ქერდიყოშვილი გამოაკლდა.

ლევან მაისაშვილმა შემადგენლობაში „ხვამლის“ კაპიტანი საბა კურტანიძე მიიწვია. შეგახსენებთ, რომ ტურნეს ფარგლებში „შავ ლომს“ კიდევ ორი შეხვედრა ექნება.

გუნდი მონტევიდეოში დაბრუნდა, სადაც 29 აპრილს, საქართველოს დროით ღამის პირველ საათზე, სამხრეთ ამერიკის სუპერლიგის ნაკრებს ეთამაშება, რომლის სამწვრთნელო შტაბსა და შემადგენლობაში ძირითადად არგენტინელები არიან, 6 მაისს კი „პენაროლს“ შეხვდება – ეს გუნდი, ფაქტობრივად, ურუგვაის ნაკრების მორგაბეებითაა დაკომპლექტებული.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი