სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. საგარეო უწყების ცნობით ისინი ახლა სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს და საფრთხე არ ემუქრება.
უახლოეს პერიოდში მათ ეგვიპტეში გადაიყვანენ და საქართველოში გამოემგზავრებიან.
საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ძალისხმევით განხორციელდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.