მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14% კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ - IRI

25 აპრილი 2023, 13:18 1131 ნახვა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას“.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები მომდევნო შაბათს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“, 14 პროცენტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“, შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის- ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ხმას მიცემდა ორ-ორი პროცენტი. 

კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%; „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“ – 13%; „ლეიბორისტული პარტია, შალვა ნათელაშვილი“ – 8%; „სტრატეგია აღმაშენებელი, გიორგი ვაშაძე“ -7%; „დროა, ელენე ხოშტარია“ – 7%; „ლელო “- 6%; „ხალხის ძალა“ – 5%.

კითხვაზე ენდობით თუ არ ენდობით საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, 13 პროცენტი აცხადებს, რომ ენდობა, 46 პროცენტი ამბობს, რომ არც ენდობა და არც არ ენდობა, 39 პროცენტი კი ამბობს, რომ არ ენდობა. კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა ორმა პროცენტმა.

IRI-ის კვლევის მიხედვით, პერსონების რეიტინგში პირველ ადგილზეა პატრიარქი, შემდეგ კი მოდიან კახა კალაძე, სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

კითხვაზე ჩამოთვლითაგან როგორია თქვენი შეხედულება ამ პირებზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა. პატრიარქი ილია მეორე – 91% მისაღები, 6% – მიუღებელი; კახა კალაძე – 52% – მისაღები, 44% – მიუღებელი; 1% – არ მსმენია, 4%- არ ვიცი/უარი პასუხზე; სალომე ზურაბიშვილი 48% – მისაღები, 47% – მიუღებელი; ირაკლი ღარიბაშვილი – 43% – მისაღები, 53%- მიუღებელი; გიორგი გახარია – 36% – მისაღები, 56% – მიუღებელი; მიხეილ სააკაშვილი – 36% – მისაღები, 59% – მიუღებელი; ბიძინა ივანიშვილი – 35% – მისაღები, 58% – მიუღებელი; შალვა ნათელაშვილი – 35%- მისაღები, 58%- მიუღებელი; ელენე ხოშტარია – მისაღები – 33%, – მიუღებელი – 56%; გიორგი ვაშაძე მისაღები – 33%, მიუღებელი – 58%; ალეკო ელისაშვილი – მისაღები – 31%, მიუღებელი – 56%; ირაკლი კობახიძე – მისაღები – 31%, მიუღებელი – 62%.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი