ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ დაამარცხა, ნეაპოლელები მეორეადგილოსან “ლაციოს“ 17 ქულით უსწრებენ

24 აპრილი 2023, 20:08 642 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ იტალიის სერია A-ს 31 ტურში ტურინის იუვენტუსი რასპადორის გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, იუვენტუსი პირველ ნახევარში უკეთესი იყო და კარშიც 3-ჯერ დაარტყა, მაგრამ უშედეგოდ. ნეაპოლელებმა ტაიმი კარში დარტყმის გარეშე დაასრულეს. მეორე ტაიმში ვიქტორ ოსიმენმა ბურთი ერთხელ ძელს გაარტყა.

იუვენტუსს რაც შეეხება, გოლიც გაიტანა, ეს ანხელ დი მარიამ მოახერხა, თუმცა მომენტი ვარ-ზე გადამოწმდა და გოლის ეპიზოდის დასაწყისში, მილიკი ლობოტკაზე ჯარიმდებოდა.

ცოტა ხანში იუვენტუსმა მეორეც გაიტანა, ამჯერად დუშან ვლაჰოვიჩმა, თუმცა, მასზე პასი ფედერიკო კიეზამ მას მერე გააკეთა, რაც ბურთმა მოედანი დატოვა. 94-ე წუთზე გოლი ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა, რომელმაც ხვიჩა შეცვალა და ნეაპოლურ გუნდს მატჩი მოაგებინა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ ლაციოს 17 ქულით უსწრებს და მომდევნო ტურში 29 აპრილს, სალერნიტანას უმასპინძლებს.

თუკი ნაპოლი სალერნიტანას მოუგებს, შესაძლოა ჩემპიონობა შემდეგ ტურშივე იზეიმოს, რადგან მეორე ადგილზე მყოფ ლაციოს ძალიან რთული მატჩი ელის მილანის ინტერთან, თუ ვერ გაიმარჯვებს აღნიშნულ შეხვედრაში ნაპოლი 2022-2023 წლების სერია ა-ს ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი