ისტორიაში პირველად საქართველოს 17-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
თელავის სპორტის სასახლეში გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ფრენბურთელებმა ავსტრიელი თანატოლები ხუთსეტიან დაპირისპირებაში 3:2 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანეს მატჩში მარიამ მუშკუდიანმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 31 ქულაა.
ევროპის ჩემპიონატი სერბეთსა და უნგრეთში 11-22 ივლისს ჩატარდება.