მთავრობის სხდომაზე ორგანოთა და ქსოვილების უჯრედების გადანერგვის თაობაზე ახალი საკანონმდებლო პაკეტი დამტკიცდა - თამარ გაბუნია

24 აპრილი 2023, 16:17 666 ნახვა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს, მთავრობის სხდომაზე იქნა გამოტანილი და დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, არის ახალი კანონმდებლობა ტრანსპლანტაციის სერვისისთვის, ორგანოთა გადანერგვის და ასევე ქსოვილებისა და უჯრედების გადანერგვისთვის, - ამის შესახებ, თამარ გაბუნიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა და უახლოეს პერიოდში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება.

„დღეს არსებული კანონმდებლობა 2000 წელს არის შემუშავებული. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 30 ტრანსპლანტაცია ტარდება, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში, დაახლოებით 80-მდე ტრანსპლანტაცია ტარდება 1 მილიონ მოსახლეზე, რაც ქმნის მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, აყალიბებს სრულყოფილ სისტემას, იმისთვის რომ ჩვენ მოვახერხოთ დონორების რეგისტრაცია, ორგანოების შემოწმება, მიკვლევადობა, დროული რეაგირება, ხარისხის უზრუნველყოფა, ლიცენზირება, როგორც დონაციის განმახორციელებელი დაწესებულების, ასევე იმ დაწესებულების სადაც განხორციელდება ტრანსპლანტაცია და სხვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი