კალიფორნიის დისნეი-ლენდში სპეკტაკლ „ფანტასტიკის“ მიმდინარეობისას შოუს ანიმაციურ დრაკონს ცეცხლი გაუჩნდა. შოუს ორგანიზატორები იძულებული გახდნენ წარმოდგენა შეეწყვიტათ.
კალიფორნიის სახანძრო სამსახურის განცხადებით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა მხუთავი აირით მოწამვლის სიმპტომებით ექვსი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია, გამოძიება გრძელდება.
დისნეილენდის პარკის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ შოუს მაყურებლები და მსახიობები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
შოუ "ფანტასტიკა" 90-იანი წლების დასაწყისიდან, კალიფორნიის თემატური პარკის ანაჰაიმის მთავარი სანახაობაა.