ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს

23 აპრილი 2023, 12:05 700 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება.  უკრაინის საჰაერო ძალებმა გასულ დღეს რვაჯერ დაარტყეს რუსეთის პოზიციებს. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

ამავე ცნობით, უკრაინელებმა ჩამოაგდეს მტრის ვერტმფრენი Mi-24 და მტრის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე ორი კამიკაძე თვითმფრინავი",- ნათქვამია ინფორმაციაში.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების შეფასებით კი  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა მოახერხეს, მათივე ინფორმაციით მას რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების მიერ გუშინ გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს.

რაც შეეხება რუსების შეტევას რვა სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ შორის დასახლებულ პუნქტებზე.

დაფიქსირდა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი, ასევე საცხოვრებელი კორპუსების და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და დაზიანება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი