სუდანში სროლა და აფეთქებები ამ დრომდე არ წყდება, თუმცა ინტენსივობა იკლებს. იზრდება შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვიც.
ხართუმში ჰუმანიტარული მდგომარეობა მძიმდება. მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა, იწურება საკვების მარაგიც. ევაკუაციას ამ დრომდე ელის საქართველოს 33 მოქალაქე.
ავიაკომპანია "ჯეო სქაის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით ისინი, ოფიციალურ დადასტურებას ელოდებიან, რათა ევაკუაცია დაიწყონ.