ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულ მალხაზ პაქსაშვილს პატიმრობა შეეფარდა

22 აპრილი 2023, 15:03 699 ნახვა

მალხაზ პაქსაშვილს თბილისის სასამართლომ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აღკვეთის სახით, პატიმრობის გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურული იყო, რადგან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

პანკისის მკვიდრი, მალხაზ პაქსაშვილი სუს-ის  კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს.უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, 2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და მონაწილეობდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი