არაფორმალური განათლების აღიარება

21 აპრილი 2023, 18:12 1095 ნახვა

აჭარის დასაქმების სააგენტოსა და კოლეჯ „ბლექსის“ დახმარებით 20- მა  ადამიანმა  სხვადსხვა სფეროში მიღებული არაფორმალური განათლების აღიარება  მოახერხა. 19 მათგანს  პროფესიული უნარების დამადასტურებელი სერთიფიკატი, ერთს კი სრული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გადაეცა. პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობას დაუფლებულ პირებს ,კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება შეუძლიათ აჭარაში გასულ წელს ამოქმედდა და საქართველოში პირველია. არაფორმალური განათლების მქონე პირებს, ’ბლექსიში“ საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის საჭირო თანხას დასაქმების სააგენტო უფინანსებს.  სააგენტო მსურველებს შანსს ისევ აძლევს და  2023 წელს არაფორმალურ  განათლებას კოლეჯის დახმარებით კვლავ 20 ადამიანს უღიარებს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი