სუდანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა - ჯანმო

21 აპრილი 2023, 16:38 1209 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ცნობით, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა.

მათივე განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 413 ადამიანია მოკლული, 3 550-ზე მეტი კი დაშავებული.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებებზე 11 თავდასხმა განხორციელდა. ამასთან, იუნისეფის ინფორმაციით, სუდანში შეტაკებებისას მოკლულია სულ მცირე, ცხრა ბავშვი, დაშავებულია 50-ზე მეტი არასრულწლოვანი.

შეგახსენებთ, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები გასულ შაბათს დაიწყო. გუშინ საღამოს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის 72-საათიანი რეჟიმი გამოაცხადეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი