აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნები და შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან

21 აპრილი 2023, 12:00 715 ნახვა

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები  პროტესტს არ წყვეტენ.  პოზიცია არც ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალეს და ამბობენ, რომ დღეიდან მთავრობასთან უწყვეტი  აქციები  დაიწყება. 

4 თვეზე მეტია ითხოვენ  სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი. მათთვის მიუღებელია  არგუმენტი  ჯანდაცვის სამინისტროსი, სადაც ერთგვარი დაპირება გასცეს, რომ თუკი სექტემბერში ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა პასუხისმგებლობას აიღებს და აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ მედიკამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს, საქართველოც გაიზიარებს პასუხისმგებლობას და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს დაიწყებს.   

ზურაბ აზარაშვილი მათ სამინისტროში გვიან ღამით შეხვდა.   ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი