ლიეტუვის სეიმმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა

20 აპრილი 2023, 21:25 947 ნახვა

ლიეტუვის პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსებისა და ბელარუსების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 99 დეპუტატმა, შვიდი წინააღმდეგი იყო, ხოლო ორმა თავი შეიკავა. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საჭირო 77 ხმა იყო საჭირო.

მიღებული კანონი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს ლიეტუვის ვიზების მიღებას უზღუდავს, ასევე, მათ აეკრძალებათ ლიეტუვაში უკრაინული ვალუტის ჩატანა. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებს შეეზღუდებათ უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა, ხოლო მათი მოთხოვნა ლიეტუვაში ბინადრობის უფლების მიღების შესახებ დროებით არ იქნება განხილული.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები რუსეთის და ბელარუსის ყველა მოქალაქეზე არ ვრცელდება და დაშვებულია გამონაკლისები. ლიეტუვის პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დაადო, რადგან გიტანას ნაუსედა მიიჩნევდა, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთა წინააღმდეგ ერთნაირი სანქციები უნდა დაწესებულიყო, რადგან მისი თქმით, ორივე ქვეყანა არის აგრესორი. ამის მიუხედავად, პარლამენტმა ვეტო დაძლია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი