რატი ანდრონიკაშვილის და თად მაკფადენის „მურსიამ“ „ვალენსია“ დაამარცხა

20 აპრილი 2023, 19:56 605 ნახვა

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში რატი ანდრონიკაშვილის და თად მაკფადენის „მურსიამ“ საკუთარ მოედანზე „ვალენსიას“ უმასპინძლა და 90:82 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების ორივე წევრს ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა. რატიმ მოედანზე ჯამში თითქმის 14 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. თად მაქფადენმა 21 ქულა მოაგროვა და „ვალენსიას“ კალათბურთელ ჰარპერთან ერთად შეხვედრის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ამ მომენტისთვის ესპანეთის უმაღლეს ლიგაში „მურსიას“ 12 გამარჯვება და 16 მარცხი აქვს. გუნდი პლეი ოფის ზონის მიღმა, მე-11 ადგილზე იმყოფება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი