აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო ბსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

20 აპრილი 2023, 18:51 653 ნახვა

აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ჯოზეფ ბილბო შეხვედრაზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობებზე, ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე, დეზინფორმაციის გამოწვევებსა და აშშ-ის როლზე საქართველოს უკეთესი მომავლისათვის.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ ჯოზეფ ბილბომ სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

დასასრულს, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა ჯოზეფ ბილბოს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის, კიდევ ერთხელ შეაჯამა უნივერსიტეტში აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში