როგორ სრულდება ევროკომისიის 12 რეკომენდაცია - ანგარიში

20 აპრილი 2023, 17:58 807 ნახვა

ცხრა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი - „კანდიდატის სტატუსმეტრი”, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულებაზე მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს. მესამე სექტორის შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.  რომელი რეკომენდაციებია შესრულებული და რომელი ხუთი პირობის შესრულებას ითხოვს ცხრა საზოგადოებრივი ორგანიზაცია - სიმონ შანავა ამზადებს თემაზე რეპორტაჟს რომელსაც მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი