როგორ სრულდება ევროკომისიის 12 რეკომენდაცია - არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში

20 აპრილი 2023, 14:20 856 ნახვა

9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი - „კანდიდატის სტატუსმეტრი”, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულებაზე მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.

მესამე სექტორის შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.   

როგორც ფონდი “ღია საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ხუთი შესასრულებელი რეკომენდაცია მოიცავს მედიის დამოუკიდებლობას, დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი