კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერც დღეს შედგა

19 აპრილი 2023, 14:46 628 ნახვა

კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერც დღეს შედგა.

როგორც პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი პარტია კიდევ ერთხელ უცხადებს ქართველ მოსამართლეებს სოლიდარობას და დღესაც საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაცია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ამავე დროს, როგორც სხდომის თავმჯდომარე, გაივლის რეგისტრაციას.

„შევატყვე, გუშინ ცოტა არითმეტიკა აგერიათ და 51-ად თვლიდით საკუთარ თავს, ერთი რეგისტრაცია გახლდათ ჩემი რეგისტრაცია, როგორც სხდომის თავმჯდომარის. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო უმრავლესობამ, ამავე დროს, როგორც სხდომის თავმჯდომარე, გავდივარ რეგისტრაციას, რადგან შემდეგ საჭიროა მათ შორის, სხდომის დახურვაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საბოლოოდ, რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 52-მა წევრმა. შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი