სუდანში რჩება საქართველოს 30 მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, ისინი უსაფრთხოდ არიან და საცხოვრებელ სახლებში რჩებიან. ისინი ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან.
კომპანიების ხელმძღვანელების ინფორმაციით, მათ მიეწოდათ წყალი და საკვები.
ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება შეძლონ.