მოლაპარაკებების რეჟიმი

12 თებერვალი 2017, 00:00 2234 ნახვა

შეთავაზებული თანხის სანაცვლოდ სახლის და მიწის დატოვებას, ზოგადად პირობებს არ თანხმდება არც თხილვანელების ნაწილი. ამ შემთხვევაში ადგილობრივები განსახლებას ითხოვენ, თუმცა ამბობენ, რომ ეკომიგრანტთა სახელმწიფო პროგრამისთვის გათვალისწინებული 25 ათასი ლარი არასაკმარისია. ხვალ თხილვანაში სამთავრობო კომისია სტიქიის შედეგად დაზარალებულებს კიდევ ერთხელ შეთავაზებს სხვადასხვა  პროგრამაში მონაწილეობას, საუბარია ხულოს სოციალურ სახლზე და კუთვნილი სახლების სხვაგან გადატანაზეც. რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით კომისია დაახლოებით 18 ოჯახს დაარეგისტრირებს ეკომიგრანტთა სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის. შეთავაზებას 65 ოჯახიდან მხოლოდ ნაწილი თანხმდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი