წყალი, რომლითაც ქობულეთის მოსახლეობა სარგებლობს უსაფრთხოა. ლაბორატორიული შემოწმების ანალიზის პასუხი უკვე ცნობილია. შპს “ქობულეთის წყლის” მიერ ლაბორატორიაში მიტანილი ნიმუშებიდან არცერთი სიცოცხლისთვის მავნე მიკრო ორგანიზმებს არ შეიცავდა. ლაბორატორიამ როგორც ჭაბურღილებიდან ისე ქალაქის ქსელიდან აღებული წყლის სინჯები შეამოწმა. ჭაბურღილებიდან აღებული სინჯებიდან ორი ნიმუში საეჭვოდ მიიჩნია და პათოგენურ მიკროორგანიზმებზე გადაამოწმა, თუმცა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები წყალში არ აღმოჩდა.