პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე

18 აპრილი 2023, 15:00 616 ნახვა

პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა პლენარული სხდომა პარლამენტში.   კომენტარების დიდი ნაწილი  ე.წ-ლი ქოლ-ცენტრების საქმეს ეხებოდა. 

ოპოზიციონერი დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ თუ კი საქართველოში ამ მასშტაბის დანაშაული ხდებოდა, ხელისუფლებამ რატომ არ იცოდა. 

დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ის ოპოზიციონერები, რომლებიც დამნაშავეებად არიან მიჩნეული დასავლეთში თავისუფლად ვერ უნდა დადიოდნენ.   მაღალი თანამდებობის პირების  დასანქცირებას ითხოვს ენმ.  

ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა. საპასუხოდ ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ისევე როგორც  საბჭოთა მმართველობა,  საქართველოში არასდროს დაბრუნდება სააკაშვილის რეჟიმი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი