გიორგი მამარდაშვილი შემდეგი სეზონიდან „ვალენსიაში“ აღარ ითამაშებს

17 აპრილი 2023, 20:22 720 ნახვა

ერთ-ერთი ყველაზე სანდო იტალიელი ჟურნალისტი, რომელიც სატრანსფერო საკითხებში გამოირჩევა, სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ სეზონის დასრულების შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს.  ჯერ-ჯერობით ფაბრიციო რომანო სამი ინგლისური კლუბის ინტერესს ასაჯაროებს, ესენია: ლესტერი, რომლის აგენტი გიორგის 10 დღის წინ შეხვდა, ასევეა ჩელსი და ტოტენჰემი, რომლებიც სიტუაციიის განვითარებას აკვირდებიან, წერს იტალიელი ჟურნალისტი თავის გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილი 2021 წლის ზაფხულში იჯარით დაიმატა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში მისი ტრანსფერი გამოისყიდა. გასულ წელს გიორგიმ "ღამურებთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა, მისი გამოსასყიდი ფასი კი 100 მილიონი ევროა. თუმცა, ცხადია, ვალენსიას ფეხბურთელის გაყიდვა გაცილებით ნაკლებ ფასშიც შეუძლია. 22 წლის მეკარემ ესპანური კლუბის მაისურით დღემდე ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი