16-17 აპრილს #11 ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება

16 აპრილი 2023, 12:00 822 ნახვა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს და ხვალ , 07:00-დან 22:00 საათამდე, #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანის, ლერმონტოვის, გიორგი ბრწყინვალის, მელიქიშვილის, რუსთაველის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, პუშკინის, სოხუმის, შავშეთისა და მესხის ქუჩების გავლით ფერიის სასაფლაომდე.

მერიის ინფორმაციით,დღეს და ხვალ ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი იქნება ფერიის სასაფლაოს მიმართულებით, შესაბამისად, #11 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსი უკუმიმართულებით გადაადგილებისას გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების გავლით იმოძრავებს, ხოლო #2 და #2ა ხაზებზე მოძრავი ავტობუსები მაიაკოვსკის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან.

ასევე ცალმხრივად შეიცვლება #24 და #46 მიკროავტობუსების მოძრაობის სქემა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი