სპალეტის განცხადებით კვარაცხელია ხვალინდელ მატჩში სავარაუდოდ მეორე ტაიმში გამოვა

14 აპრილი 2023, 20:00 992 ნახვა

ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "ვერონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.
იტალიელმა სპეციალისტმა რამდენიმე ცვლილება დაანონსა.

"კვარაცხელიამ შეიძლება სათადარიგო სკამიდან დაიწყოს და მერე გამოვიყენოთ შემცირებული სათამაშო დროით, ეს ყველაფერი შეფასდება.
ოსიმენი კარგ კონდიციაშია და ექიმებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ხვალინდელი მატჩისთვის გამოვიძახოთ. მიზანია სამშაბათს საუკეთესო კონდიციაში იყოს, ხვალ კი ჩვენთან ერთად სათადარიგო სკამზე იქნება", - განაცხადა სპალეტიმ.

ნაპოლისა“ და „ვერონას“ მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში კი ნეაპოლელები 18 აპრილს შინ "მილანს" უმასპინძლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი