რატომ გადაიდო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში?

14 აპრილი 2023, 11:54 767 ნახვა

პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებს შორის განხეთქილების კიდევ ერთი მიზეზი. მთავრობა უარყოფს, რომ მის გამო გადაიდო ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში.  მათივე ცნობით,  მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო.  

ამავე განცხადებიდან ვიგებთ, რომ   ბოლო დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდა  12 აპრილს და მეორე დღესვე,  მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა  სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით. მთავრობის ამ პოზიციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღარ გამოხმაურებია, მანამდე კი  საზოგადოებამ ნახა  განცხადება, რომლითაც ირწმუნებიან, რომ  საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის მისაღებად ხელოვნურად გაჭიანურებული პროცესის გამო  სალომე ზურაბიშვილმა  მიიღო გადაწყვეტილება გადაედო  ვიზიტი  სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში