პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე დაკავებულია 21 წლის ჯეკ ტეიშეირი. იგი მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის წევრია.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ტეიშერი მასაჩუსეტში ინციდენტის გარეშე დააკავეს და ის ფედერალურ სასამართლოში წარსდგება.
"ეს გამოძიება გრძელდება. დამატებით ინფორმაციას შესაბამის დროს გავაზიარებთ", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.