ნიკა კვეკვესკირის „ლეხ“ პოზნანი „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

13 აპრილი 2023, 20:35 655 ნახვა

დღეს ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის მატჩები გაიმართება სადაც ქართველი ფეხბურთელების გუნდიც ითამაშებს. ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის ლეხ პოზნანი პოლონეთში საკუთარ არენაზე ფიორენტინას დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაუწყება. განმეორებითი მატჩი კი 20 აპრილს ფლორენციაში შედგება. შეგახსენებთ, რომ პოზნანის კლუბი ევროთასების ამ ეტაპზე ისტორიაში პირველად თამაშობს, ფიორენტინასთან ორიმატჩიან დაპირისპირებაში წარმატების შემთხვევაში კი, კონფერენსლიგის ნახევარფინალში ბაზელი-ნიცას წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი