ზუგდიდში, მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 აპრილი 2023, 14:52 594 ნახვა

ზუგდიდში არასრულწლოვნის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

13 წლის მოზარდისთვის ეს მაქსიმალური სასჯელია, რომელსაც წაყენებული ბრალდების მუხლი ითვალისწინებს არასრულწლოვანის მიმართ. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაკავებულის დედა განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

2022 წლის ნოემბერში, ზუგდიდში, მესხიას ქუჩის მიმდებარედ რამდენიმე ათეულ მოზარდს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 14 წლის საბა მამფორია გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში