ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ''ნაპოლი'' სტუმრად ''მილანთან'' მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.
სპალეტის განცხადებით, ''მილანთან'' საპასუხო მატჩისთვის ვიქტორ ოსიმენი მზად იქნება.
''საპასუხო შეხვედრაში ოსიმენი 100%-ით იქნება , ყველაფერი ამისკენ მიდის. გეგმის მიხედვით გარისკვა არ ღირდა". - განაცხადა ''ნაპოლის'' მწვრთნელმა.
''ნაპოლისა და ''მილანის'' საპასუხო მატჩი ''სტადიო მარადონაზე" 18 აპრილს გაიმართება.