დღეს ყველაზე პრესტუჟული საკლუბო ფეხბურთის კიდევ ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება. "მილანი" საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უმასპინძლებს. "მილანი" მეოთხედფინალში 2012 წლის შემდეგ პირველად არის, ხოლო "ნაპოლი" ისტორიაში პირველად.
მილანელებს ამ მატჩში მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააკლდება. ნეაპოლელებს კი დიდი დანაკლისი აქვთ. დღევანდელ შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენი და ჯოვანი სიმეონე ვერ ითამაშებენ. გუნდის მესამე თავდამსხმელი ჯაკომო რასპადორი კი ტრამვის შემდეგ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, მაგრამ სასურველ კონდინციებში ვერ იმყოფება.
ეს დაპირისპირება "სან სიროზე" 23:00 საათზე დაუწყება. მეორე შეხვედრაში კი "რეალი" შინ ‘’ჩელსის’’ დაუპირისირდება.