დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა

11 აპრილი 2023, 12:01 690 ნახვა

ვიდრე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სასესიო ფორმატში განსახილველად დღის წესრიგში დადგება, მანამდე პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ენმ-ს მიერ  მომზადებულ ალტერნატიულ კანონპროექტის განხილვას იწყებს. ჯერ საკომიტეტო მოსმენებია.   

დოკუმენტი ოლიგარქთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს,  რომელშიც  კონკრეტული პირი საკონსტიტუციო  სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხვდება.    

"ნაციონალურ მოძრაობაში"  აცხადებენ,  რომ  პროექტში დეტალურად არის გაწერილი ვინ განსაზღვრავს ოლიგარქის სტატუსს, რაც მათი მტკიცებით,  განასხვავებს  "ქართული ოცნების"  მირ შემუშავებული ვერსიისგან.   

მმართველი გუნდში განმარტავენ, რომ  ოპონენტების მიერ ინიცირებული დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მიზნებს აცდენილია და ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი