სამუშაო შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

11 აპრილი 2023, 12:08 749 ნახვა

სამუშაო შეხვედრა აჭარის  ჯანდაცვის სამინისტროში. მთავრობის თავმჯდომარეს 2023 წლის პროგრამები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა  წარუდგინა. უწყების ბიუჯეტი 33 მილიონ ლარს აჭარბებს. 

აჭარაში სრულად ფინანსდება ონკო და გულის ქირურგია, გაიზარდა გულის,  ძვლის ტვინის, ღვიძლის ტრანსპლანტაციების ბიუჯეტი, ასევე  უშვილობის მკურნალობის და დიაგნოსტიკის დაფინანსება.    

სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯება 12 მილიონზე მეტი, ასევე  ამოქმედდა შშმ  სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა.    

წელს გაიზრდება საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება, ასევე, შშმ პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში