10 სოფლის მოსახლეობის გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამა

06 აპრილი 2016, 00:00 3784 ნახვა

ხულოსა და შუახევის 10 სოფლის მოსახლეობის გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამა. პროექტის ფარგლებში "დემოკრატიის ინსტიტუტისა" და კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას წარმომადგენლებმა ხულოსა და შუახევში არსებული 7 საწარმო დაათვალიერეს, შემდეგ კი პრეზენტაცია გამართეს. დაფინანსებული საოჯახო საწარმოების საერთო ბიუჯეტი 282 ათას 322 ლარია. პროექტის მიზანი ჰესების მშენებლობის არეალში მცხოვრები ოჯახებისთვის საოჯახო საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაა. პროექტი დემოკრატიის ინსტიტუტის ინიციატივით და "აჭარისწყალ ჯორჯიას" დაფინანსებით ხორციელდება. იგი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში