მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობაზე ქობულეთში ოზურგეთის ძაღლთა თავშესაფარი იზრუნებს

10 აპრილი 2023, 14:25 1047 ნახვა

ქობულეთში მიუსაფარი ძაღლების საკითხზე ოზურგეთის ძაღლთა თავშესაფარმა უნდა იზრუნოს, სწორედ ამ უწყებამ გაიმარჯვა მერიის ელექტრონულ ტენდერში.

პირობის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ევალება  550 ცხოველის დაჭერა, ვეტერინარულ კლინიკამდე ტრანსპორტირება, ასევე სტერილიზაცია-კასტრაცია, კვება, ვაქცინაცია და გადაუდებელ შემთხვევაში ტრავმირებული ცხოველის პირველადი დახმარების გაწევა.  ამისათვის კი ქობულეთის მერიის ბიუჯეტიდან 56-ათას ლარზე მეტი გამოიყო.

მერის მოადგილე ამბობს, რომ პარალელურად მიუსაფარი ცხოველებისთვის მიწის ნაკვეთის ძებნაც მიმდინარეობს, სადაც სამომავლოდ თავშესაფარი უნდა მოეწყოს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი